წითელი ტერორის ტოპოგრაფია

  • warning: include(./sites/all/themes/sovlab/views-view-unformatted--news-front-large--block-1.tpl.php) [function.include]: failed to open stream: No such file or directory in /home/sovlabge/domains/sovlab.ge/public_html/dev/includes/theme.inc on line 1066.
  • warning: include(./sites/all/themes/sovlab/views-view-unformatted--news-front-large--block-1.tpl.php) [function.include]: failed to open stream: No such file or directory in /home/sovlabge/domains/sovlab.ge/public_html/dev/includes/theme.inc on line 1066.
  • warning: include() [function.include]: Failed opening './sites/all/themes/sovlab/views-view-unformatted--news-front-large--block-1.tpl.php' for inclusion (include_path='.:/usr/local/lib/php') in /home/sovlabge/domains/sovlab.ge/public_html/dev/includes/theme.inc on line 1066.
  • warning: call_user_func_array() [function.call-user-func-array]: First argument is expected to be a valid callback, 'imce_access' was given in /home/sovlabge/domains/sovlab.ge/public_html/dev/includes/menu.inc on line 452.
თბილისში არსებობს და მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის უცნობია იმ კონკრეტული სახლების ადგილმდებარეობა, სადაც განთავსებული იყო სტალინურ ტერორთან და რეპრესიებთან  დაკავშირებული სახელმწიფო დაწესებულებები; შენობები, სადაც ცხოვრობდნენ და საიდანაც გაჰყავდათ რეპრესირებულები; სახლები,  სადაც  ცნობილი და უცნობი ჯალათები ცხოვრობდნენ.

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია დაინტერესებულ პირებსა და ჯგუფებს ასევე სთავაზობს თემატურ და საგანმანათლებლო ექსკურსიებს შემუშავებულ მარშრუტზე.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, დაგვიკავშირდნენ: info@sovlab.ge და 893 78 05 68

 
 
 
იმ ფონზე, როდესაც თანამედროვე საქართველოში საბჭოთა წარსულის და სტალინიზმის შესახებ საჯარო სივრცეში თითქმის არ საუბრობენ, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია სტალინის ეპოქის მეცნიერული შესწავლა, გააზრება, შეფასება და აგრეთვე საზოგადოებისთვის სტალინური ტერორის და რეპრესიების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
 
პროექტის მიზანია სტალინიზმთა, ტერორთან და რეპრესიებთან დაკავშირებული იმ კონკრეტული ადგილების მოძიება და რუკაზე დატანა, სადაც იგეგმებოდა, ხორციელდებოდა ან რომლებთანაც ასოცირდებოდა რეპრესიები.
ქალაქ თბილისის თანამედროვე რუკაზე დატანილი იქნება კვლევის შედეგად გამოვლენილ და არჩეულ ადგილებს შორის მარშრუტი, თანმდევი ინფორმაციით თითოეული ობიექტის შესახებ, რუკა ბეჭდური სახის იქნება და გავრცელდება უფასოდ. გარდა ობიექტების მოკლე აღწერილობისა, დაინტერესებული გიდებისათვის ცალკე სამუშაო დოკუმენტად შემუშავდება ტურის დეტალური აღწერილობა.

წითელი ტერორის ტოპოგრაფიის ისტორიული მარშრუტის მეგზური - რუკა