კალენდარი - 2011

  • warning: include(./sites/all/themes/sovlab/views-view-unformatted--news-front-large--block-1.tpl.php) [function.include]: failed to open stream: No such file or directory in /home/sovlabge/domains/sovlab.ge/public_html/dev/includes/theme.inc on line 1066.
  • warning: include(./sites/all/themes/sovlab/views-view-unformatted--news-front-large--block-1.tpl.php) [function.include]: failed to open stream: No such file or directory in /home/sovlabge/domains/sovlab.ge/public_html/dev/includes/theme.inc on line 1066.
  • warning: include() [function.include]: Failed opening './sites/all/themes/sovlab/views-view-unformatted--news-front-large--block-1.tpl.php' for inclusion (include_path='.:/usr/local/lib/php') in /home/sovlabge/domains/sovlab.ge/public_html/dev/includes/theme.inc on line 1066.
  • warning: call_user_func_array() [function.call-user-func-array]: First argument is expected to be a valid callback, 'imce_access' was given in /home/sovlabge/domains/sovlab.ge/public_html/dev/includes/menu.inc on line 452.

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია გთავაზობთ 2011 წლის თემატურ კალენდარს. პროექტის იდეა გულისხმობს ქალაქ თბილისის ძველ ნაწილში, კერძოდ მთაწმინდასა და სოლოლაკში, არსებული იმ სახლების, შენობა-ნაგებობებისა და ქუჩების მოძიება-გამოკვლევას, სადაც მიმდინარეობდა საბჭოთა პერიოდის საზოგადოებრივი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპი - სტალინური რეპრესიები, რომელიც დღეს დიდი ტერორის სახელითაა ცნობილი.

კალენდარში შეტანილი ობიექტები შერჩეულია საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მიერ მომზადებული „წითელი ტერორის ტოპოგრაფიის“ ტურის ვრცელ მარშრუტში არსებული შენობა-ნაგებობების რიცხვიდან. ობიექტთა სიაში თვეებთან ლოგიკური კავშირის პრინციპით შევიდა 12 მისამართი, სადაც თავისუფლებისა თუ სიცოცხლის ბოლო საათები გაატარეს საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის მსხვერპლად ქცეულმა ადამიანებმა.

ამ კალენდარში თქვენ შეხვდებით იმ სახლებსაც, სადაც ტოტალიტარული სისტემის წარმომადგენლები თუ მიმდევრები ცხოვრობდნენ, რომელთა ნაწილიც მოგვიანებით სისტემის მსხვერპლი გახდა, ნაწილი კი - ბოლომდე ემსახურა სადამსჯელო სტრუქტურებს. კალენდარში წარმოდგენილია ყოფილი სახელმწიფო დაწესებულებები, შენობები, სადაც რეპრესიები ხორციელდებოდა.

 

 

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის 2011 წლის კალენდარი

Sovlab Calendar Eng.sm